Tuesday, December 10, 2019

სოციალური პროექტი "ჩვენ ვართ თანასწორი"


სოციალური პროექტი ,, ჩვენ ვართ თანასწორნი “
პროექტის ავტორი
სახელი და გვარი
თეა ურუმაშვილი
ქალაქი
ქ.დმანისი
სკოლა
N3 საჯარო სკოლა
პროექტის თემა
თანასწორობა
მიზანი და მისაღწევი შედეგები
პროექტის მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება განათლების არსისა და მიდგომების შესახებ . მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით აღმოიფხვრას სასკოლო სივრცეში დისკრიმინაციული გამოვლინებები და შეიქმნას თანასწორუფლებიანი გარემო . პროექტი მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას გაიაზრონ პრობლემის არსი , შეაფასონ დისკრიმინაციის უარყოფითი მხარეები და პიორიტეტად დაისახონ პიროვნული განვითარება .
კლასი
III , 11 მოსწავლე
პროექტის ვადა
10.10.2019 - 18.10 . 2019


  პროექტის მნიშვნელობა :
პროექტი მნიშვნელოვანია , რადგან მოსწავლეები , რომლებიც არიან გასხვავებული შესაძლებლობებით , ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას . განათლების სისტემა გამორიცხავს ბავშვის ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციას . გამოცდილება გვიჩვენებს , რომ ნებისმიერი საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში ბავშვების გარკვეული ნაწილი გარიყულია საზოგადოებისაგან და რჩება სასწავლო პროცესის მიღმა , რადგან სისტემა არ არის სრულად მზად ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებულ მოსწავლეებს .
 პროექტი მნიშვნელოვანია , რადგან რეალურ ცხოვრებაში თავი იგრძნონ სრულუფლებიან წევრებად , შეძლონ თავის წარმოჩენა , რეალიზება გაუკეთონ საკუთარ დამოუკიდებლობას და შექმნილ ვითარებაზე იქონიონ გავლენა .
პროექტის რესურები :
კომპიუტერი , საღებავები , მუყაოსა და თაბახის ფურცლები , ინტერნეტი , პრინტერი და ადამიანური რესურსები .
   რფლექსია :
პროექტი შეესაბამებოდა საჭიორებებს და პარალელს ავლებდა განათლების მიზნებთან . პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით . მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებზე . პროექტში ჩართლი მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით . აქტიურ მოსწავლეებს ჩართულობის გამო  გადავუხადეთ მადლობა . განხორციელების დროს იყო ხარვეზებიც , რომლის გამოსწორებასაც სამომავლოდ ეტაპობრივად ვგეგმავ .

No comments:

Post a Comment