სოციალური პროექტი ,, ჩვენ ვართ თანასწორნი “
პროექტის ავტორი
სახელი და
გვარი
|
თეა ურუმაშვილი
|
ქალაქი
|
ქ.დმანისი
|
სკოლა
|
N3 საჯარო
სკოლა
|
პროექტის თემა
|
თანასწორობა
|
მიზანი და
მისაღწევი შედეგები
|
პროექტის მიზანია მოსწავლეებში
ცნობიერების ამაღლება განათლების არსისა და მიდგომების შესახებ . მიღებული ცოდნითა
და გამოცდილებით აღმოიფხვრას სასკოლო სივრცეში დისკრიმინაციული გამოვლინებები და
შეიქმნას თანასწორუფლებიანი გარემო . პროექტი მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას
გაიაზრონ პრობლემის არსი , შეაფასონ დისკრიმინაციის უარყოფითი მხარეები და პიორიტეტად
დაისახონ პიროვნული განვითარება .
|
კლასი
|
III , 11 მოსწავლე
|
პროექტის ვადა
|
10.10.2019
- 18.10 . 2019
|
პროექტის მნიშვნელობა :
პროექტი მნიშვნელოვანია , რადგან მოსწავლეები
, რომლებიც არიან გასხვავებული შესაძლებლობებით , ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას
. განათლების სისტემა გამორიცხავს ბავშვის ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციას . გამოცდილება
გვიჩვენებს , რომ ნებისმიერი საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში ბავშვების გარკვეული
ნაწილი გარიყულია საზოგადოებისაგან და რჩება სასწავლო პროცესის მიღმა , რადგან სისტემა
არ არის სრულად მზად ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებულ მოსწავლეებს .
პროექტი
მნიშვნელოვანია , რადგან რეალურ ცხოვრებაში თავი იგრძნონ სრულუფლებიან წევრებად , შეძლონ
თავის წარმოჩენა , რეალიზება გაუკეთონ საკუთარ დამოუკიდებლობას და შექმნილ ვითარებაზე
იქონიონ გავლენა .
პროექტის რესურები :
კომპიუტერი , საღებავები , მუყაოსა და თაბახის
ფურცლები , ინტერნეტი , პრინტერი და ადამიანური რესურსები .
რფლექსია
:
პროექტი შეესაბამებოდა საჭიორებებს და პარალელს
ავლებდა განათლების მიზნებთან . პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით . მასში ასახული
აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებზე . პროექტში ჩართლი მოსწავლეები შეფასდნენ
წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით . აქტიურ მოსწავლეებს ჩართულობის
გამო გადავუხადეთ მადლობა . განხორციელების
დროს იყო ხარვეზებიც , რომლის გამოსწორებასაც სამომავლოდ ეტაპობრივად ვგეგმავ .